“ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ცესკოს კანონში შესატანი ცვლილებები დამოუკიდებელ ორგანოზე დიქტატის დამყარებას ემსახურება. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან მე-4 დათქმას არ ასრულებს.
პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდა ცესკოს დაკომპლექტების ნაწილში და გაიზარდა პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილება, კვორუმი ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად ქვევით დაიწია ანუ ნაკლები კონსესუსით შეიძლება მისი არჩევა და ოპოზიციის წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უქმდება. ანუ სამივე ნაბიჯი გადადგმულია იქით, რომ ერთპარტიული უმრავლესობის მიერ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე, ცესკოზე გაიზარდოს დიქტატი. ეს ართულებს ქვეყნის მდგომარეობას, ვინაიდან ეს ყველაფერი სრულიად ცალსახად ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 9 რეკომენდაციიდან მეოთხეს ხელისუფლება არ ასრულებს, – ამბობს დავით უსუფაშვილი.
“ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად და ცესკოს საბოლოოდ მისატაცებლად ემზადება. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები კენჭს, სავარაუდოდ, ხვალინდელ სესიაზე უყრიან. ცვლილელები ცესკოს წევრების არჩევისგან პრეზიდენტის გამიჯვნას და ასევე, უწყებაშ ერთადერთი ოპოზიციური თანამდებობის გაუქმებას გულისხმობს.