ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო

ცესკოს ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 109 119 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 33.24%-ია.
ცესკოს მონაცემებით, ყაზბეგში 5313 ამომრჩევლიდან 20:00 საათის მონაცემებით, 52.95% – 2813 ამომრჩეველია მისული, ხაშურში რეგისტრირებული 48963 ამომრჩევლიდან საკუთარი ნება დააფიქსირა 16973-მა ამომრჩეველმა, რაც 34.66%-ია.
ბორჯომში – 26529 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 14030-მა ამომრჩეველმა, რაც 52.89%-ია, ქუთაისში რეგისტრირებული 152546 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 27427-მა ამომრჩეველმა, რაც 17.98%-ია.
რაც შეეხება ოზურგეთს, 62274 ამომრჩევლიდან ხმა 35309-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მარტვილში 32647 ამომრჩევლიდან 12567-მა ამომრჩეველმა, რაც 38.49%-ია.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის ერთ-ერთი მოადგილე სავარაუდოდ ილია ელოშვილი იქნება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე პატრიარქს შეხვდა