ცესკოს ინფორმაციით, 3 644 საარჩევნო უბანი არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3 644 საარჩევნო უბანი (მათ შორის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი), არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია.
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.
ცესკოს ცნობით, ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია ორი გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებული, მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია 1153 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

banner
წინა სტატიაშიამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა დაიწყო
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიამ 165-ე საჯარო სკოლის შენობაში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა