ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 11.55%-ს შეადგენს

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 37 914 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 11.55%-ია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყაზბეგში 5 313 ამომრჩევლიდან 12:00 საათის მონაცემებით, 922 ამომრჩეველია მისული, ხაშურში რეგისტრირებული 48 963 ამომრჩევლიდან საკუთარი ნება დააფიქსირა 5 646-მა ამომრჩეველმა, ბორჯომში – 26 529 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4 826-მა ამომრჩეველმა. ქუთაისში რეგისტრირებული 152 546 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 9 409 ამომრჩეველმა. რაც შეეხება ოზურგეთს, 62 274 ამომრჩევლიდან ხმა 13372-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მარტვილში 32 647 ამომრჩევლიდან 3 739-მა ამომრჩეველმა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის სამი საჩივარია შესული
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე – საქართველოს საგარეო პოლიტიკა პირველ რიგში ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცებას