ცესკოს განკარგულებით, დაფინანსებას ყველა პარტია მიიღებს, გარდა გირჩისა და მოქალაქეებისა

​ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსებას 14 ზღვარგადალახული პოლიტიკური პარტიიდან 12 მიიღებს.

საბიუჯეტო დაფინანსებას არ მიიღებენ პარტია გირჩი და მოქალაქეები, ვინაიდან პარტიებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის შესაბამისი განაცხადით არ მიუმართავთ.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 5,140,020.00 ლარი (წლიური დაფინანსება)
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 2,199,635.00 ლარი
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – 240,000.00 ლარი
პროგრესი და თავისუფლება – 12,000.00 ლარი
საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 204,000.00 ლარი
ევროპელი დემოკრატები – 460,000.00 ლარი
გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი – 939,925.35 ლარი
კანონი და სამართალი – 104,436.15 ლარი
ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის – 1,124,409.00 ლარი
ლელო საქართველოსთვის – 803,560.00 ლარი
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1,043,120.00 ლარი
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 289,710.00 ლარი
არჩევნებზე ზღვარგადალახული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის ყოველწლიურად 12,560,815.50 ლარი დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძნიშვილი – მოლაპარაკებების გაწელვა ვერ გაახანგრძლივებს რესპების დეპუტატობას
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – შეიძლება სააკაშვილი კმაყოფილია, მაგრამ პროცესის დასასრული არ დააკმაყოფილებს