ცესკოს განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართმუქარის შესახებ

2 სექტემბერს, ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტისყოფილმა წევრმა სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა გიორგი პეტროსიანმა(გამგებლის რწმუნებული) განახორციელეს მუქარა. ოლქის თავმჯდომარესდაემუქრნენ როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრისუკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლისდაწვით. საყურადღებოა, რომ ჰასმიკ მარანგოზიანის განცხადებით, აღნიშნულიპირების მხრიდან მსგავსი მუქარა მის მიმართ უკვე არაერთგზის განხორციელდა. გარდა ამისა, გუშინვე, სამველ პეტროსიანმა ქუჩაში მიმავალ ახალქალაქისსაოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა ფანჯიკიძეს,მოპირდაპირე მხრიდან გაუჩერა მანქანა და მოსთხოვა ახსნა-განმარტებები მისსაქმიანობასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფაქტები შეიძლება შეიცავდეს დანაშაულისნიშნებს, მოწოდებული ინფორმაცია შესასწავლად გადაეგზავნება პროკურატურას.საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ სახის ჩარევა უკვე საშიშიტენდენციის სახეს იღებს, რაც მოითხოვს ყველა ჩართული მხარის დროულრეაგირებას და მაქსიმალურ ძალისხმევას ძალადობრივი ქმედებებისპრევენციისთვის. ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს თავი შეიკავონსაარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უკანონო ქმედებებისგანხორციელებისგან

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საკონსულოები გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევის სიახლოვეს ხანძარი ტყის მასივში გაჩნდა