ცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით

მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტიინფორმაცია-ამის შესახებ “თაიმერს” ცესკოდან აცნობეს.

,, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერანამდვილად დაფიქსირდა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობასახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში.
თუმცა მხარდამჭერთა ბლანკზეარსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით კიდევ შემოსულია მოქალაქის განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თანხმობის გარეშემისი მონაცემების გამოყენების საკითხს და ითხოვს ვითარების გარკვევას.

აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესს ესწრებოდნენ როგორც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ისე ცესკოს თანამშრომლები და წევრები. ამასთან, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოვიდაშეტყობინებები და ასევე, დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიისწევრის წერილობითი განცხადება, რომელიც ეხება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობისკანდიდატის მხარდამჭერთა სიაში არსებული მისი ხელმოწერისარაერთგზის გაყალბების ფაქტს. აღნიშნული ფაქტები წარმოდგენილია დოკუმენტური ინფორმაციის სახითდა ცესკოს მიერ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში – პროკურატურაშირეაგირებისთვის. რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას, ხაზგასმითაღვნიშნავთ, რომ ცესკოს მხრიდან ჟურნალისტებისთვის არანაირიინფორმაცია და მონაცემები არ გადაცემულა”-აცხადებენ  ცესკოში

banner
წინა სტატიაშითამარ გუდავა: ამ ურთიერთშეთანხმების დოკუმენტებით ცესკო, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბევრ სადაო კითხვას პასუხო
შემდეგი სტატიაკახეთში ფესტივალი „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება