ცესკოს ახალი მონაცემები : “ქართული ოცნება” – 49,55%, ენმ- 26,63 % , “პატრიოტთა ალიანსი”

ცენტრალურ საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებულ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს. ცესკოს 3 702 უბნიდან 2 686 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 72,74 %-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,55%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,63 % , “პატრიოტთა ალიასნმა” კი 4,95 % მიიღო.

ხმების 4,34 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,1 % მიიღო „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,52 % კი „რესპუბლიკელებმა“.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემით შედეგებს, სავარაუდოდ ოქლების უმრავლესობაში მეორე ტურები დაინიშნება.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი : “ბრძოლა არ დამთავრებულა, მე არ ვეგუები ამას”
შემდეგი სტატია“საერთაშორისო გამჭვირვალობა” საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს