ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საიას, “ძლიერი საქართველოსა” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საჩივრები არ დააკმაყოფილა.
საარჩევნო ადმინისტრაციაში განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საიას საჩივრები 73-ე ოლქის შედეგების გაბათილებას ითვალისწინებდა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ასევე დიდი ბრიტანეთის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვდა.