ცესკომ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პირველი საინფორმაციო ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკოს მონაცემებით, ყველა უბანი გაიხსნა დილის 8 საათზე და ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში.

როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება. აქედან 18 ოლქი თბილისში, 32 კი რეგიონებშია.

არჩევნები ტარდება 2229 საარჩევნო უბანზე, მათგან 9 არის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 მილონ 478 ათას 42.

არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში იმართება, სადაც კანდიდატმა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, ხოლო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ხმის მიცემის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაზუგდიდში, მაჟორიტარი კანდიდატის გარდა, ქალაქის გამგებელსაც ირჩევენ