ცესკომ პარტია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ დაარეგისტრირა

დღეს, 2016 წლის 3 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გაატარა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ და მისი წარმომადგენელი დავით ჯანდიერი.

შესაბამის განკარგულებას (N60/2016), ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს მოაწერა ხელი.

საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი სექტემბრის დასაწყისში განისაზღვრება ცესკოს მიერ.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე: მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და არა ხელისუფლების მხრიდან
შემდეგი სტატიამთავარმა პროკურატურამ ტრისტან წითელაშვილის საქმის შესწავლა დაიწყო