ცესკომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის საფუძველზე პარტიული სიიდან 6 პირი ამოიღო

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკო-ს საკრებულოს 2014 წლის არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სიიდან 6 პირის ამოღების თხოვნით მიმართა.

ცოტა ხნის წინ, ცესკო-ს წევრებმა სხდომაზე კენჭი უყარეს აღნიშნულ საკითხს და დააკმაყოფილეს მოთხოვნა.

“ნაციონალური მოძრაობის” სიიდან მოხსნილია შემდეგი 6 პირი: ქეთი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე, ალექსი თაბუაშვილი, ნიკოლოზ ბაჩილავა, თორნიკე ხუციშვილი და ნინო ბაბუნიძე.

როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობიდან” გარიცხვის შესახებ ქეთი ქოჩორაშვილმა გუშინ თავად განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიიდან გარიცხვა ნიკა მელიას გადაწყვეტილებით მოხდა. მისი თქმით, ირაკლი აბესაძის ნაცვლად, სიის მიხედვით საკრებულოს წევრი სწორედ ის უნდა გამხდარიყო, თუმცა მელია უარის თქმას აიძულებდა, რადგან საკრებულოში სხვა წევრის შეყვანა სურდათ. როგორც ქოჩორაშვილმა განმარტა, ის გარიცხეს პარტიიდან, ამოიღეს სიიდან და შესაბამისად, ვერ შევა საკრებულოში.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი : კონსტიტუციის შეცვლით არ ხდება ძალაუფლების უზურპაცია
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე პოლიტიკიდან მიდის