ცესკომ დაავალა საოლქო კომისიებს, რომ არ გახსნან ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი უბნები, ეს არის არჩევნების გაყალბების ორკესტირებული მცდელობა – ბესიკ დონაძე

„ცენტრალური საარჩევნო კომისია არის არჩევნების გაყალბების რეჟიმში, მათ მისცეს დავალება საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი არც ერთი საარჩევნო უბანი არ უნდა გაიხსნას და ხმები არ უნდა გადაითვალოს, შესაბამისად ჩვენი მოთხოვნები არ კმაყოფილდება საოლქო საარჩევნო კომისიებში,“ – განაცხადა ისნის „ევროპული საქართველოს“ და საერთო ოპოზიციურმა მაჟორიურმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ბესიკ დონაძემ.

„ზოგადად “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არჩევნები უნდა გაყალბდეს და ამჟამადაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არის არჩევნების გაყალბების რეჟიმში, მათ მისცეს დავალება საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი არც ერთი საარჩევნო უბანი არ უნდა გაიხსნას და ხმები არ უნდა გადაითვალოს, შესაბამისად ჩვენი მოთხოვნები არ კმაყოფილდება საოლქო საარჩევნო კომისიებში, შემდეგ მივდივართ სასამართლოში და სასამართლო არ გვიკმაყოფილებს გახსნის და გადათვლის მოთხოვნას, ახლა გადავდივართ მეორე ეტაპზე სააპელაციო სასამართლოში, რაც შეეხება იმ უბნებზე სადაც ღამე 10 საათზე მივიდნენ, გახსნეს და გადაითვალეს არაფერი შედეგის მომტანი არ არის, ერთი ცალკეული პარტიის ან ბათილი ბიულეტენების დათლა სინამდვილეს ვერ დაადგენს, ამას ემატება ის, რომ იმ უბნებზე სადაც დაუბალანსებელი იყო ოქმები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნებს გამოუცხადეს საყვედურები და აღიარეს, რომ ამ ადამიანებმა დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი, შესაბამისად მთლიანი ოქმი დგება ეჭვქვეშ ამიტომ უნდა გაიხსნას მთლიანად საარჩევნო უბანი და ხმები გადავითვალოთ, რასაც 2 ოქტომბრიდან ოპოზია ითხოვს გუშინ დაადასტურა „ქართულმა ოცნებამ“, მათ თქვეს, რომ მათმა არჩეულმა კომისიის წევრებმა ვერ დათვალეს ხმები და 9 ოქტომბერს აღმოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას 100 ხმით მეტი აქვს, ოპოზიციურ პარტიებს კი ნაკლები, ამას ვამბობთ, რომ არ არის უბნები სწორად დათვლილი და უნდა მოხდეს უბნების გადათვლა, სამწუხაროდ ოპოზიციის მოთხოვნილ უბნებს არ ხსნიან და იმ უბნებს, რომლებეც აქვთ ინფორმაცია, რომ მათთვის სასარგებლო შედეგი დადგება იმ უბნებს ხსნიან, საბოლოო ჯამში, რომ შევაჯამოთ შედეგები არასწორადაა დათვლილი, ამაზე მეტი გაყალბება არ არსებობს, რომ საბოლოო შედეგი ჩაწერო არასწორად.“ – განაცხადა დონაძემ.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ დოლიძე – პურის 10-თეთრიან მატებას ქვეყანა არ დაუქცევია
შემდეგი სტატიაბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულების ახლობლებს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს