ცესკომ 19 მაისს დანიშნული არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, საარჩევნო სუბიექტებს, რომელთაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისათვის, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომრები, ხოლო დანარჩენ 9 საარჩევნო სუბიექტს წილისყრით მიეკუთვნათ რიგითი ნომრები.

„იქიდან გამომდინარე, რომ 19 მაისს გაიმართება სამი სხვადასხვა სახის არჩევნები, ცესკომ უკვე გამოსცა განკარგულება, რომელიც საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, ერთიდაიგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. კანონმდებლობისა და ზემოთ აღნიშნული განკარგულების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს, რომელთაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისათვის, მათივე მოთხოვნის საფუძველზე განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომრები, ხოლო დანარჩენ 9 საარჩევნო სუბიექტს წილისყრით მიეკუთვნათ რიგითი ნომრები. დეტალური ინფორმაცია განაწილებული ნომრების შესახებ, ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს პარლამენტის #1 მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საარჩევნო საოლქო კომისია, მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკს და 6 საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია. გარდა ამისა, 8 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 18 პოლიტიკური პარტია და 6 საინიციატივო ჯგუფი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიას და 9 საინიციატივო ჯგუფს. საკრებულოს შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა ასევე მიმდინარე წლის 19 აპრილია. მინდა შეგახსენოთ, რომ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ“, – განაცხადა მიქელაძემ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის შუალედურ, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ადგილობრივი 18 არასამთავრობო ორგანიზაცია, 7 მედიაორგანიზაცია, ასევე 3 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის კანიდატების რიგითი ნომრები ასე გამოიყურება:

N 1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

N 2 –„ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“

N 3 – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“

N 4 – „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“

N 5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“

N 8 – „დავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

N 9 –„თავისუფალი საქართველო“

N 13- „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“

N 17 – „საქართველო“

N 18- „ტრადიციონალისტები“

N 21-„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“

N 23 – „ახალი ქრისტიან დემოკრატები“

N 24 – „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის“

N 27 – „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“

N 28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი, ხმა ერისა, უფალია ჩვენი სიმართლე“

N 31 – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა „

N 33 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“

N 35 – „გირჩი“

N 38-ეროვნულ დემოკრატიული პარტია

N 39 – „ქრისტიან- კონსერვატორები“

N 40 –„ სახალხო პარტია“

N 41 –„ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“

banner
წინა სტატიაშიშრიფტების კონკურსი „ქართული – ა“ იწყება
შემდეგი სტატიაჩაქვში ავტომანქანა 12 წლის ბიჭს დაეჯახა, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა