ცესკო ზუგდიდზე: მოვუწოდებთ მხარეებს, მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება

ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მხარეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს.

“ცესკო ყურადღებით აკვირდება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს; მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, რომელიც ახორციელებს საქმიანობას კანონმდებლობის მიხედვით; აღსანიშნავია, რომ ცესკო და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში.

15 მაისს, დღის პირველ ნახევარში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ცესკოს პოზიციისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ“, – აცხადებს ცესკო.

ცნობისთვის, ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენებას ითხოვს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაიგზავნა. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომის გარდა, ასევე ითხოვს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თბილისიდან ახალი ბეჭდები გაგზავნოს.

ზუგდიდში და კიდევ რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა
შემდეგი სტატიამომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე მიიჩნევს რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არაა მართებული