ცესკო წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს სოციალური ქსელებისა და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი აჭარბებს 100%-ს, ტოვებს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის შთაბეჭდილებას.

“აღსანიშნავია, რომ პროცენტული მაჩვენებლების მეასედის სიზუსტით გამოქვეყნება ემსახურება მხოლოდ შედეგების მარტივ აღქმას. შესაბამისად, მათი მექანიკური შეკრება არასწორი და არაკორექტულია.

ცესკო-ს შესაძლებლობა აქვს, პროცენტული მაჩვენებლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს მემილიონედის და მეტი სიზუსტით, რაც მექანიკური დაჯამებით სპეკულირებას გამორიცხავს.

მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული თითოეული სუბიექტის მიერ მიღებული ხმები სრული სიზუსტით არის ასახული წინასწარ შედეგებში და საბოლოო შედეგებიც სწორედ სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საფუძველზე დგინდება”,-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე : ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, „ჭორვილელ ხიხოს“ მისცემს თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი გადაიდო