ცესკო-სთან ცრემლსადენი გაზის გამოყენების საჭიროება არ იყო, არც გამოყენებულა და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იყო მიზანმიმართული ტყუილი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ცესკო-სთან სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა შსს-ში გაკეთებულ განცხადებას, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია და პოლიციას გაზი არ გამოუყენებია.

„მე გავცდები შსს-ს განცხადების პათოსს. შემიძლია, თავისუფლად ვთქვა, რომ საზოგადოების გაბრაზების მიზნით ბევრი რამ კეთდება, ყველა ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში. სპეციალურად, მიზანმიმართულად ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება, თითქოს იქ გაშვებული იყო ცრემლსადენი გაზი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამის საჭიროება, მათ შორის პროპორციულობის პრინციპის დაცვით, არ იყო, არც გამოყენებულა და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იყო მიზანმიმართული ტყუილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიაქციის ერთერთ მონაწილეს, ზაზა გუგავას თვალი დაუზიანდა
შემდეგი სტატია“რაც არ უნდა დაგვარბიონ და წყალი გვასხან, პირიქით, უარესი მოუვათ”