ცესკო-სთან აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციაზე დაკავებული სამი პირი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ცესკო-სთან დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

დაპირისპირება „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 18:00 საათიდან ინფიცირებულებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ერთადერთი, ვისაც ახლა ამომრჩევლის პასიურობა აძლევს ხელს, ხელისუფლებაა