ცესკო: შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საკრებულოების შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კენჭისყრის წინა პროცედურებს პოლიტიკური სუბიექტებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

არჩევნები შვიდი საარჩევნო ოლქის 45 უბანზე იმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54 314 ს შეადგენს.

ამასთან, როგორც ცესკო-ში ითქვა, საარჩევნო კანონდმებლობის მიხედვით, დღეს მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასორეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს, მთელი დღის განმავლბაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო- საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია 2 51 00 51; ასევე, ონლაინჩათი.

“მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია”-,აღნიშნა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება
შემდეგი სტატიაკორცხელის 67-ე უბანზე ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო