ცესკო-ში ვერ აკონკრეტებენ, რომელი საათისთვის გახდება ცნობილი განმეორებითი კენჭისყრის პირველადი შედეგები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერ აკონკრეტებენ, რომელი საათისთვის გახდება დღევანდელი განმეორებითი კენჭისყრის პირველადი შედეგები ცნობილი.

როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, ზუგდიდის სამივე და მარნეულის ერთი უბნიდან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს ცესკო-ს შესაბამის ვებგვერდზე მომენტალურად აიტვირთება.

„საუბნო-საარჩვნო კომისიებმა დაიწყეს, ან დაიწყებენ ხმების დათვლის პროცედურებს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად დაითვლიან შედეგებს. მარნეულში არის ერთი საარჩევნო უბანი და არის ერთი ბიულეტენი. რაც შეეხება ზუგდიდს, არის ორი ბიულეტენი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატის და განმეორებითი კენჭისყრა გამგებლის რიგგარეშე არჩევნების. ჩვენ როგორც კი იქნება შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც შესაბამისი საუბნო-საარჩევნო კომისია შეავსებს, დაუყოვნებლივ ავტვირთავთ და თითოეულ მომხარებელს და დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, ეს შემაჯამებელი ოქმები იხილოს“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაში„ყველა დეპუტატობის კანდიდატი, ვინც მეორე ტურშია გასული, არჩევნებში მონაწილოების მისაღებად მზად არის”
შემდეგი სტატია“პრემიერის ხელმძღვანელობით საუბარი იქნება იმაზე, თუ ვინ სად და რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას”