ცესკო-ში პარტიების დაფინანსების თემაზე განმარტება გაკეთდა

პარტიების დაფინანსების ფორმულა დეტალურად არის განსაზღვრული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 30-ე მუხლში, სადაც მითითებულია კომპონენტები, რომლებიც გამოიყენება თითოეული პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების განსასზღვრად. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განუცხადა. როგოროც მიქელაძემ განმარტა, სწორედ აღნიშნულ ფორმულაშია მითითებული, რომ შესაძლოა, პილიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს დაფინანსებად სხვადასხვა კომპონენტები, ერთ-ერთია ფრაქციის შექმნა.

„რაც შეეხება „მრეწველებისთვის“ დაფინანსების დაჯამების თემას, აქ დაჯამება არ ხდება. გამოყენებულია პრაქტიკა, რომელიც სხვადასხვა არჩევნების დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და პარტიების მიერ იყო გამოყენებული, როდესაც პარტიას აქვს შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმართველობის ან საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგიდან გამომდინარე, საბაზისო დაფინანსებიდან, ამომრჩევლების მხრიდან მიღებული ხმების რაოდენობიდან გამომდინარე, დაიტოვოს ის კომპონენტი, რომელიც მისთვის არის მისაღები. მაგალითად, პარტიამ დაიტოვოს საბაზისო კომპონენტის დაფინანსება – ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის მიხედვით , დავუშვათ ადგილობრივი თვითმართველობაში მიღებული შედეგის მიხედვიდან და არა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიხედვით. ეს არის პარტიის უფლებამოსილება“,-აღნიშნა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანონმდებლობა ავალდებულებდა, გამოეცა განკარგულება დაფინანსების ოდენობების შესახებ, რომელიც უკვე გამოცემულიც არის.

„დაფინანსების ოდენობა გამოთვლილია იმ ფორმულის მიხედვით, რომელიც არის მოცემული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 30-მუხლის მიხედვით. ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის არჩევნების შაჯამებელი ოქმის და საქართველოს პარლამენტიდან მიღებული ინფორმაცია ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით. სწორედ ამის საფუძველზე ცესკო-ს თავმჯდომარემ გამოსცა განკარგულება, განკარგულებაში მითითებულია 20 პოლიტიკური პარტია რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას. ამ სიაში ყველაზე მაღალი დაფინანსების მქონე 7 პარტიას უფლება აქვს, დანოშნოს საკუთარი წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“,- აღნიშნა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ჩაჩიბაია : პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ, სამანევრო ქვედანაყოფების მეთაურებისგან და სარდლობებიდან მომდინარეობს
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა