ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ცესკოს ინფორმაციის მიხედვით, იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა,უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.
საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მასცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავსუფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვისსაჭირო პროცედურები და ვადები.ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე,ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტისარჩევნების მეორე ტურის თარიღს

banner
წინა სტატიაშილიბანის სკვერში სხვადასხვა სახეობის 800-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება
შემდეგი სტატიადახურული შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში – კახა კალაძე თბილისის საკრებულოს წევრებს და გამგებლებს ხვდება