ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.

შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით.

banner
წინა სტატიაშილევან ბეჟაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა სარჩელი, საკონსტიტუციო სარჩელს თუ არ მიიღებს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიასაია: პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციოში