ცესკო საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ცესკო-ს ინფორმაციით,ლაგოდეხში, სადაც 4 229 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 10:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 332 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, რაც 7.9 პროცენტს შეადგენს.

ადიგენში 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8.3 პროცენტია. ცესკო-ს ინფორმაციით, 1466 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 122 ამომრჩეველი მივიდა.

მარტვილში 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 5.7 პროცენტი დაფიქსირდა – 1103 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 63 მივიდა.

banner
წინა სტატიაშიილია II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს საკვირაო წირვას ვერ დაესწრება
შემდეგი სტატიამეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები – თეოლოგები გამოძიების დაწყებას ითხოვენ