ცესკო საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ცესკო 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოს შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დღეს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი – 2 51 00 51, ისე “ონლაინ ჩატი” და “ონლაინ” ოპერატორი.

შესაბამისად, ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი შემდეგია:

8:30 სთ;

10:30 სთ;

12:30 სთ;

15:30 სთ;

17:30 სთ;

20:30 სთ;

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : გიორგი კვირიკაშვილს დღეს დებატებში ველოდები
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი ლატვიის ელჩს შეხვდა