ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.

ცესკო-მ ამ ეტაპზე შესული ოქმების ნაწილი – 6 ოქმი გამოაქვეყნა, რომელშიც 1 132 ხმით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავაა 766 ხმით.

შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: დაგათენდებათ შენ და პუტინს თავზე და მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოვა…
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა დამარცხებას აღიარებს- პირობას ვაძლევ ბატონ ჭიჭინაძეს, რომ ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი და რეალურად მოუწევს ზრუნვა ვანსა და ხონზე