ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური ექვს მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური ექვს მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამ დროის მონაცემებით ეს ოლქებია: ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, მარტვილი, ოზურგეთი და ქუთაისი.

საბოლოო მონაცემებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 9 ნოემბერს გამოაქვეყნებს. კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტური უნდა ჩაინიშნოს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. როგორც ცესკო-ში ამბობენ, ამ დროისთვის 500-მდე სხვადასხვა სახის საჩივარია შესული, რომელზეც რეაგირება გაცნობის შემდეგ დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი იაპონური ფონდის, NIPPON-ის თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, წულუკიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს