ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისათვის, თბილისში არსებული 737 საარჩევნო უბნიდან 165-ის შედეგები დათვლილია, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტს შეადგენს და ხმათა უმრავლესობით, მერობის სახელისუფლებო კანდიდატი ლიდერობს. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ ცესკო-ში გამართული ბრიფინგისას რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ დასახელებული წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება.

თამარ ჟვანიას თქმით, ამ დროისათვის არსებული წინასწარი მონაცემებით, ხმების 51,4 პროცენტი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ერგო, 16,68 პროცენტი – ზალიკო უდუმაშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო, 16,6 პროცენტი – დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს.

 

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ლორთქიფანიძე სტენოკარდიული შეტევით ნიუჰოსპიტალში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაცესკოს მონაცემებით ქუთაისში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი