ცესკო-ს თავმჯდომარემ “სამართლიანი არჩევნების” საჩივრის შესწავლა დაიწყო

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ცესკო-ს თავმჯდომარემ “ცენტრისტებთან” დაკავშირებით “სამართლიანი არჩევნების” საჩივრის შესწავლა დაიწყო.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საჩივარზე სწორედ ცესკო-ს თავმჯდომარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, კანონმდებლობით მას 30 დღიანი ვადა აქვს.

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო კამპანიის წესის დარღვევისთვის პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ დაჯარიმებას ითხოვს. სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს, თუმცა ეს დამოკიდებულია რა გადაწყვეტილება მიიღებს ცესკო-ს თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაში“მრეწველები” ნინო ბურჯანაძის ინიციატივას უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით მხარს უჭერენ
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე: ბედუკაძე არ არის მხოლოდ ერთი პარტია, რომელიც რუსული ინტერესების გატარებას ცდილობს საქართველოში