ცესკო-ს თავმჯდომარემ ორი წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 329,520.55 ლარი მიიღო

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2011-2015 წლებში ცესკო-ს წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურების მონიტორინგის პრეზენტაცია გამართა.

“სამართლიანმა არჩევნებმა” ცესკო-დან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე კომისიის ხელმძღვანელი პირების, წევრებისა და საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების პრემიების და დანამატების ოდენობები შეისწავლა.

როგორც პრეზიენტაციაზე ითქვა, შესწავლის ეტაპზე რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეების მიერ მიღებული პრემიისა და დანამატების ჯამური რაოდენობა მათ თანამდებობრივ სარგოს უტოლდება. მაგალითად, თამარ ჟვანიას 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 329,520.55 ლარი. აქედან, თანამდებობრივი სარგო 165,123.55 ლარია, პრემია 66.762, ხოლო სახელფასო დანამატი 97,635 ლარი. ამ პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 99.6% შეადგინა , სიტუაცია მსგავსია ცესკო-ს სხვა თანამდებობის პირებისა და წევრების შემთხვევაში.

“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, პრემიისა და სახელფასო დანამატების ოდენობები ყოველთვიურად იცვლება, რაც ხელს უშლის საჯარო დაწესებულებაში ფინანსების განკარგვის გამჭვირვალობას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია უფრო მკაფიოდ განისაზღვროს გაცემული პრემიების და დანამატების პერიოდულობა, საფუძველი, ოდენობა და უნდა განისაზღვროს პრემიისა და დანამატის მინიმალური და მაქსიმალური პროცენტული ზღვარი.

banner
წინა სტატიაშიე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული სამი ადამიანი კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება
შემდეგი სტატია“თუ გადადგებიან “რესპუბლიკელი” თანამდებობის პირები, მეც დავტოვებ პარტიას”