ცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

რვა ხმით ცესკო-ს თავმჯდომარედ მეორე ვადით თამარ ჟვანია აირჩიეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა ცენტრალური კომისიის ცხრა წევრმა მიიღო, რადგან თამარ ჟვანიამ კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც მან სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყვნენ, მან სხდომის წაყვანასა და კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ასევე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე კიდევ ორი კანდიდატი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია და „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე იყვნენ წარდგენილნი.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს მოქალაქის ხმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა მიიტანოს ე.წ. ხელისუფლებამდე“ – „ძალა ერთობაშია“ აქტიურ მოქმედებებზე გადადის
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს