ცესკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის, 3644 საარჩევნო უბანზე ჯამში მოქალაქეთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც 567 699 ამომრჩეველია.

ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმში, სადაც არჩევნებში მონაწილეობა უკვე რეგისტრირებული ამომრჩევლის 27.93%-მა მიიღო.

ყველაზე დაბალი აქტივობა კი შიდა ქართლშია და 12:00 საათის მონაცემებით 13.9 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში აქტივობის მაჩვენებელი 14.8%-ს შეადგენს.

თუ ამ მაჩვენებელს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს შევადარებთ, აქტივობა წინა არჩევბეზეც იდენტური იყო და 12:00 საათისთვის 16.6% -ს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : რამდენიმე საარჩევნო უბანზე სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე საარჩევნო უბანზე მეუღლესა და შვილთან ერთად იმყოფებოდა