ცესკო: რიგში მდგომი ამომრჩევლები 8 საათის შემდეგაც მისცემენ ხმას

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩევლები, რომლებიც 8 საათამდე რიგში იქნებიან, ხმის მიცემას შეძლებენ. პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, უბნის დახურვის შემდეგ, რიგში მდგომი ამომრჩევლების მონაცემებს ჩაიწერენ და ამომრჩევლებს შეიყვანენ.

“კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ბოლო ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან რიგში, 8 საათის შემდეგაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, აღნიშული ამომრჩევლები, რომლებიც იქნებიან რიგში 8 საათისთვის, საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ” – ამბობს ანა მიქელაძე.

საარჩევნო პროცესის დასრულებასა და უბნების დახურვამდე 1 საათი რჩება.

banner
წინა სტატიაშიანა მიქელაძის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, კომისიებში შესულია 165 საჩივარი და მათი უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს
შემდეგი სტატიაბაქრაძე: დღეს წყდება როგორ ქვეყანაში გაიზრდებიან თქვენი შვილები და გექნებათ, თუ არა სამსახურები