ცესკო – “ქართული ოცნების” დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში იმიტომ შეჰყვა, რომ ხანდაზმულმა ამომრჩეველმა მას დახმარება სთხოვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში იმიტომ შეჰყვა, რომ ხანდაზმულმა ამომრჩეველმა მას დახმარება სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, აბაშაში, №10 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამორმჩეველს კაბინში შეჰყვა და მის მაგივრად შემოხაზა ბიულეტენი.

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, დეპუტატი უბანზე იმყოფებოდა, როგორც რიგითი ამომრჩეველი.

“გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, როგორც ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი. კანონმდებლობის თანახმად, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას დახმარება სთხოვა,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში დარღვევას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ამომრჩევლის ნაცვლად შემოხაზა კანდიდატის საარჩევნო ნომერი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის 105-ე უბანზე “ოცნების” წარმომადგენლებმა ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს
შემდეგი სტატია“საია მარნეულის 49-ე უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილობას ითხოვს” – სულხან სალაძე