ცესკო პარტიებს მოუწოდებს, დროულად განახორციელონ საჭირო პროცედურები

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

ცესკო პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 2016 საქართველოს პარლამენტის არჩევნების წელია და პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ, რეგისტრაციისთვის შესაბამისი პროცედურები უნდა განახორციელონ:

“პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში (საქართველოს საარჩევნო კოდექსი – მუხლი 113, პუნქტი 1, “ბ” ქვეპუნქტი), ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რის შემდეგაც მან უნდა წარმოადგინოს მხარდამჭერთა სიები.

კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკოს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის სია; ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

პარტია ვალდებულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკოს წარუდგინოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი.

პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57 დღისა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (113-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი), პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით არის არჩეული.

ასევე პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტში არჩევამდე იმ პარტიის წევრი იყო, რომელი პარტიაც ამ არჩევნებში არ მონაწილეობდა, მაგრამ მისი პარტიის წევრობა მითითებული იყო 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის/ბლოკის სიაში და 2016 წლის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღისთვის იმავე პარტიის წევრია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ნეპოტიზმის ახალ ფაქტებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ეროვნული ბანკის კეთილსინდისიერად მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია