ცესკო მედიასაშუალებას განცხადებით მიმართავს

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივითვითმმართველობის არჩევნებისთვისშეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში მედია ორგანიზაციების აკრედიტაციის მისაღებად განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერია (18:00 სთ-მდე). იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნოკომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები)დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლებამიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია (საქართველოსსაარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).მედიასაშუალების აკრედიტაციას, რომელსაც რამდენიმე საარჩევნო ოლქშისურს მუშაობა, ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისმდივანი ახორციელებს, ხოლო იმ მედიაორგანიზაციის აკრედიტაციას,რომელსაც ერთ საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა – შესაბამისი საოლქოსაარჩევნო კომისიის მდივანი.აკრედიტაციის გავლის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაშიმედიაორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ: ოფიციალური განცხადება აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებშესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე; ცესკოში საბუთებისწარმოდგენისას კი ცესკოს მდივნის – გიორგი ჯავახიშვილის სახელზე; ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტორეპორტიორების სია,რომლებიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსგააშუქებენ.  აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულოა განცხადებასთან ერთადდანართის წარდგენა ელექტრონული ფორმით Excel ფორმატში(იხილეთ თანდართული ფორმა). ასევე სავალდებულოა სიაშიმითითებული პირების პასპორტის, ან პირადობის მოწმობების ასლებისწარდგენა.მის: დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი, თბილისი 0131, საქართველო;ვებ-გვერდი: cesko.ge; ელ-ფოსტა: pr@cec.gov.ge; ტელ 2 51 00 51- 133
დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიელექტრონულ ფოსტაზე: Media@cec.gov.ge, ან უშუალოდ ცენტრალურსაარჩევნო კომისიაში (მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.). შესაბამისისაოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები იხილეთ ბმულზე: განცხადების წარდგენიდან ერთი დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნოკომისიის მდივანი წყვეტს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხსდა აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთიდღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულადწარმოადგენს სამკერდე ნიშანს. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კიიმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას

banner
წინა სტატიაშითბილისის რამდენიმე უბანს მწერი, სავარაუდოდ აზიური ფაროსანა შეესია
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე –ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს დებატების თანაბარი შესაძლებლობა