ცესკო მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს

საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, მოვუწოდოთ დროულად გაიარონ საარჩევნო ადმინისტრაციაში (ცესკო-სა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში) რეგისტრაცია/აკრედიტაცია, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ცესკო-ში განმარტეს, გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები.

„საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად პერიოდულად იგეგმება ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომების გამართვა მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენთვის კი, როგორც ყოველთვის, არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა. ამიტომ მოგიწოდებთ – დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად. იმისათვის, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება, სხდომებზე დასწრება და გაშუქება“, – განაცხადეს ცესკო-ში

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი ოლიმპიურ ჩემპიონობას “ლაშა თალაკვაძეს” ულოცავს
შემდეგი სტატიაამერიკის საელჩო: ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ვულოცავთ ამ გასაოცარ მიღწევებს