ცესკო-მ უცხოეთში გახსნილი უბნების შედეგები გამოაქვეყნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სხვა სახლმწიფოებში გახსნილ უბნებში მიღებული შედეგები განიხილეს.

8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 40 ქვეყანაში სულ 55 საარჩევნო უბანი იყო შექმნილი. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 49 694. თუმცა 8 ოქტომბრის არჩევანი მხოლოდ 4 816-მა გააკეთა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 10 პროცენტზე ნაკლებია. თუმცა სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ წინა არჩევნებზეც იდენტური აქტივობა დაფიქსირდა. 4 816 ხმიდან 100 ბიულეტენი გაბათილდა. დანარჩენები კი პარტიებზე ასე გადანაწილდა:

1. „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ – 90 ხმა

2. „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 9 ხმა

3. „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა „ – 60 ხმა

4. „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“ – 6 ხმა

5. „ერთიანი ნაციონალირი მოძრაობა” – 1589 ხმა

6. „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“ 177 ხმა

7. „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსათვის“ 35 ხმა

8. „დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 88 ხმა

10. „შალვა ნათელაშვილი – საქარათველოს ლეიბორისტული პარტია“ – 176 ხმა

11. „სახალხო ხელისუფლება“ – 3 ხმა

12. „საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელები“ (ივანე წიკლაური) – 2 ხმა

14. „დავით თევზაძე – საქართველო მშვიდობისთვის“ – 25 ხმა

15. „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ – 0 ხმა

16. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 2 ხმა

17. „საქართველო“ – 9 ხმა 18 „ქართული იდეა“ – 35 ხმა

19. „ თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ – 8 ხმა 22. „მერაბ კოსტავას საზოგადოება“ – 7 ხმა

23. „ჩვენები-სახალხო პარტია“ – 4 ხმა

25. „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი“ – 2 ხმა

26. „ეროვნული ფორუმი“ – 10 ხმა

27. „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ – 490 ხმა

28. „ზვიადის ხმა – უფლის სახელით“ – 8 ხმა

30. „ჩვენი საქართველო“ (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)- 4 ხმა

41.“ ქართული ოცნება“ – 1862 ხმა

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : მთავრობამ და ცესკომ ყველაფერი გააკეთეს რათა 5%-იანი ბარიერი გადაელახა ღიად პრორუსულ ძალას
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი : ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობისთვის არაფერი გაუკეთებია