ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის, წარმომადგენობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში დაინიშნება.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მერია და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.
არჩევნები მიმდინარე წლის რვა ოქტომბერს გაიმართება.
“დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ დაადგინა საარჩევნო გრაფიკები ორივე ზემოთ აღნიშნული არჩევნებისთვის. საკრებულოს შუალედური, ასევე მერია და თვითმმართველი გამგებლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველა საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მერისა და გამგებლებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო. საერთო ჯამში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 7 საარჩევნო ოლქის 106 საარჩევნო უბანზე, ხოლო მერის და გამგებლების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 263 საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა მიქელაძემ.