ცესკო-მ ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე პრეზიდენტს გადაუგზავნა,- ინფორმაციას ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე ავრცელებს. რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს – თანახმა ხართ თუ არა, რომ ქორწინება განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა?

სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფმა 225 ათასი ხელმოწერა შეაგროვა და ცესკო-მ პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა, რათა 8 ოქტომბერს დაინიშნოს რეფერენდუმი.

კანონმდელობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს საკითხის დადებითად ან უარყოფიტად გადაწყვეტისთვის. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

banner
წინა სტატიაში“პოლონური საკონცენტრაციო ბანაკის” გამო ვარშავა ვატიკანზე გაბრაზდა
შემდეგი სტატიაწალკის რაიონში სროლის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა