ცესკო-მ პარტია „კვარაცხელია-სოციალისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა

ცესკო-მ პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია-სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოხსნა.

ამის შესახებ განკარგულებას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მოაწერა ხელი.

“მიმდინარე წლიs 29 აგვისტოს, ცესკო-ს მოთხოვნის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს N204320 გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც „2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ცესკო-ს 2016 წლის 19 აგვისტოს N58/2016 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს”, – აღნიშნულია განკარგულებაში.

banner
წინა სტატიაშისპეცრაზმმა ჩხოროწყუში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის სახლი გაჩხრიკა
შემდეგი სტატიაუკრაინის პირველმა პრეზიდენტმა პოროშენკოს პუტინთან პირისპირ დიალოგი ურჩია