ცესკო-მ “ნაციონალური მოძრაობის” საჩივარი არ განიხილა

ცესკო-მ “ნაციონალური მოძრაობის” საჩივარი განუხილველი დატოვა. საუბარია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის საჩივარზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით. ამ საჩივარზე ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა იმის გამო, რომ საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო წარდგენილი, განუხილველი დატოვეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ასაჩივრებდა წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გადასატანი ყუთის სია შემცირდა 3 პროცენტამდე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან.

ცესკო-ს სპიკერის განცხადებით, კანონის მოთხოვნაა, რომ გადასატანი ყუთის სიაში საერთო რაოდენობის სამ პროცენტზე მეტი ამომრჩეველი არ იყოს.

წყალტუბოს საოლქო სარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება 20 მაისს მიიღო , ხოლო 21 მაისს ცესკო-ში მაჭავარიანის სახელით საჩივარი შევიდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს მოუწოდებს, არ გამოიყენოს ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ვითარების დაძაბვისთვის
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სოფელ მეტეხში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უაროფენ