“ცესკო-მ მიიღო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება” – ლევან ბეჟაშვილი

„ცესკო-მ მიიღო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება”- ეს განცხადება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ბეჟაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, ოთხშაბათს, 28 ნოემბერს გაიმართება.

„ცესკო-მ მიიღო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება პრობლემებს შეუქმნის ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ ვხედავთ, რომ პირველ ტურში არაერთი დაბრკოლება შეუქმნეს ჩვენს ემიგრანტებს რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. ახლაც სამუშაო დღეს არჩევნების მეორე ტურის გამართვა ამ პრობლემების შექმნას უკავშირდება,”-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშეზღუდვები გზებზე-დიდთოვლობამ გუდაური-კობისა და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია : არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესია შაბათ-კვირას და ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან