ცესკო კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრის შესახებ სარეფერენდუმო წინადადებაზე დღეს იმსჯელებს

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ცესკო კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრის შესახებ სარეფერენდუმო წინადადებაზე დღეს იმსჯელებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს სხდომა გაიმართება, რომელზეც აღნიშნული საკითხი დღის წესრიგშია შეტანილი.
კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით, სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის – „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?“ ფორმულირების დაზუსტება მოხდება.

ცესკოში სხდომა, დღეს 18:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება
შემდეგი სტატია6 რეპატრიანტი ოჯახი სახლის მესაკუთრე გახდა