ცესკო ხვალ არჩევნების საბოლოო შედეგს გამოაქვეყნებს – ოპოზიცია ისევ მესამე რაუნდს ელოდება

ცესკო ხვალ არჩევნების საბოლოო მონაცემებს შეაჯამებს, შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს და გამოაქვეყნებს იმ 150 კაციან სიას რომლებიც პარლამენტში უნდა შევიდნენ.

თუმცა, ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტში შესვლას არ აპირებს განცხადებები მათ ამის შესახებ “ლელოს ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგაც გააკეთეს.

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდს ელოდება, რომელიც ისევ უცნობია როდის ჩაინიშნება.

მოთხოვნები უცვლელია – ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

სხდომა ცესკო-ში ხვალ, 3 დეკემბერს 17:00 საათისთვის არის დანიშნული.

ამის შემდეგ, არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს პირველი პარლამენტის სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – განახლებული გაიდლაინით ვეცდებით მივაღწიოთ, რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ინტუბაცია ჩანაცვლდეს ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდებით
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი ოპოზიციას: დაივიწყონ თავმოყვარეობა და პასუხისმგებლობით მიიღონ გადაწყვეტილება