ცესკო იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც უბანი, რომელზეც ხმა პრეზიდენტმა მისცა, დაგვიანებით გაიხსნა

მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია პრეზიდენტი, ამ უბანზე პრესისა და დამკვირვებლების დიდი ინტერესი იყო და მათი მონაცემების ჩანაწერთა წიგნში შეტანის გამო უბნის გახსნა 7 წუთით დაგვიანდა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ მთაწმინდის მე-6 უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზების განმარტებისას განაცხადა.

„უბანი დილით 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა კენჭისყრისწინა პროცედურები 7 წუთის დაგვიანებით დასრულდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის რეგისტრირებული ამ საარჩევნო უბანზე, შესაბამისად, საკმაოდ დიდი ინტერესი იყო მედიის მხრიდან, ასევე დამკვირვებლების მხრიდან და მთელი იმ მონაცემების შეტანას ჩანაწერთა წიგნში ესაჭიროებოდა გარკვეული დრო. სწორედ ეს გახდა 7 წუთით დაგვიანების მიზეზი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაში,,წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს არჩევნები, „ოცნების“ წევრები „ბოქაულებივით“ ადგანან თავზე კომისიის წევრებს”
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ერთადერთი მიზანი არჩევნების შედეგების და ხმების დაცვაა