ცესკო – დღეს გადათვლის ცენტრებში ბიულეტენებს ხელახლა დაითვლიან

დღეს საოლქო-საარჩევნო კომისიებმა გამართეს სხდომები და კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოავლინეს ყოველ საარჩევნო ოლქში ის უბნები, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ, დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები.

„გუშინ ცესკო-ს თავმჯდომარემ საოლქო-საარჩევნო კომისიებს მიმართა ინიციატივითა და რეკომენდაციით, სავალდებულო ხუთი უბნის ნაცვლად, გადათვლის მიზნით გამოევლინათ შვიდ-შვიდი საარჩევნო უბანი. გადათვლის პროცესი დღესვე 17:00 სთ-ზე დაიწყება გადათვლის ცენტრებში და რა თქმა უნდა ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ პროცესის საჯაროობასაც და ვიდეოგადაღებასაც. ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ, დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებთ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას. გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები. დამუშავებული მონაცემები და ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. აქვე აღვნიშნავ, რადგან კრწანისის საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, ხელახალი დათვლა არ განხორციელდება“,- განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი ხაზარაძეზე – 30 ოქტომბრის მარცხის შემდეგ მიხვდა, რომ ეს პოლიტიკური დასასრული იყო და პარლამენტის დატოვება გადაწყვიტა
შემდეგი სტატიახუხაშვილი – ნებაყოფლობით ვდგები დასახვრეტ კედელთან