ცესკო – ალეკო ელისაშვილს ყველა დოკუმენტაცია კანონის სრული შესაბამისობით მიეწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისია დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას პასუხობს იმის თაობაზე, რომ ცესკოში რეგისტრაციის ბლანკს დროულად არ ძლევდნენ.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ალეკო ელისაშვილმა დოკუმენტები დროულად, კანონის შესაბამისად მიიღო.

‘’საარჩევნო ადმინისტრაციამ ამაზე დეტალური განცხადება გააკეთა. აბსოლუტურად, ყველა დოკუმენტაცია, რაც იყო გადასაცემი, კანონის სრული შესაბამისობით მიეწოდა. დოკუმენტები დაგვიანებით მიწოდებული არანაირად არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ დააკვირდნენ პროცესს და ასეთ საკითხებზე დასკვნები თავად გამოიტანონ’’, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

თბილისის მერობის დამუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ცესკოში რეგისტრაციის ბლანკებს თვენახევრის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა არ აძლევდნენ.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლში მამაკაცის წამებაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს
შემდეგი სტატია“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ანაკლიაში ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლევან კონჯარია წარადგინა