ცესკო 19 მაისის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცესკო 19 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 19 მაისს, დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი, დილის 08:00 საათიდან იმუშავებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

08:30 სთ

12:30 სთ

17:30 სთ

20:30 სთ

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს” – აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში დემოკრატიის ხარისხის განვითარება შეფერხდა” – IDFI
შემდეგი სტატიაარჩევნების მეორე დღეს თბილისის შვიდი საბავშვო ბაღი არ იმუშავებს