ცერცვაძის დაკავება – რა “ხრიკს” იყენებს საქართველოს ხელისუფლება ჯარისკაცების დასაკავებლად?

ქართველი ჯარისკაცის გია ცერცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა უკრაინის ეროვნული პოლიციის აკადემიის ყოფილმა უფროსმა. სპეციალურ ბრიფინგზე ხატიან დეკანოიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებს ე.წ. ხრიკს:

“საქართველოს მთავრობა იყენებს ე.წ. ხრიკს, ვინაიდან მათ უშუალოდ არ შეუძლიათ პირდაპირ გადაცემა რუსეთისთვის, არ გააფრთხილეს ეს მებრძოლები რომ რუსეთის ფედერაციას აღძრული აქვს სისხლის სამართლის საქმე ამ მებრძოლებზე რუსეთის ტერიტორიაზე, არ გააფრთხილეს და დატოვა რა საქართველოს ტერიტორია ვიცე პოლკოვნიკმა ცერცვაძემ, დააკავეს უკრაინაში. ეს არის ძალიან მზაკვრული ხრიკი , რომელიც ხორციელდება ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი მებრძოლების და ძალიან ვაჟკაცი ადამიანების წინააღმდეგ” განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშისაია პარლამენტს მოუწოდებს, საჯარო დაწესებულებებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე კონტროლი განახორციელოს
შემდეგი სტატია“მე ჩავაბარე, უფროსი კაცია და შვილივით მიხედავს-თქო “- რას აცხადებს მანდატურისგან დაფეხმძიმებული არასრულწლოვანის დედა